მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მადლობის სიგელი გადასცა. ალექსანდრე შუკვანს ფულადი ჯილდო გადაეცემა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნის.
მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი შეხვდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.