რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტმფრენი „მი-8“ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ეკიპაჟის სამი წევრი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისი ცნობით ვერტმფრენს კომპანია „ანკორის“ თანამშრომლები გადაჰყავდა.
რია ნოვოსტის ინფორმაციით, ვერტმფრენი უდაბნოში ჩამოვარდა. ნაპოვნია ორივე შავი ყუთი.
როგორც თვითმხილველი ამბობს, ვეტმფრენი აფრენიდან 7 წუთში ჩამოვარდა. სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია.