თორნიკე მამალაძე: “მეუფე იაკობის განცხადებებს, მე მშიშარა ადამიანის პოზიციად მივიჩნევ”

12:22 08-04-2018
94

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი ტყუილს საუბრობს და პასუხისგებაში მიეცემა.

„მეუფე იაკობი რას საუბრობს და რა ტყუილებით საუბრობს, ეს უკვე მისი პრობლემაა, რადგან საზოგადოებამ იცის პატრიარქის პოზიცია. ზურგს უკან ვინ რას საუბრობს, ეს პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, მე მშიშარა ადამიანის პოზიციად მომეჩვენა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარწმუნებულია, რომ უკვე ახლოვდება სამართალი და იმ პიროვნებების ლუსტრაცია, ვინც ამ საქმის უკან იდგა, დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში მიეცემა, რადგან ის არის ამ ბოროტი სქემის დამგეგმავი აქედან გამომდინარე, მას არაფერი დარჩენია მუქარის გარდა“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძემ მისი და მისი ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო.