ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს

13:04 08-04-2018
80

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს კითხავს. კომისია, დღეს 4 არასრულწლოვანს გამოკითხავს, რომელთაგან ორი უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეა. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 4 არასრულწლოვანიდან ერთი, გამოძიების ეტაპზეც კი არაა გამოკითხული. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.