სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგების სიყვარულის ისტორია   - ფოტოები (EXCLUSIVE)

15:27 08-04-2018
1423

პრაიმტაიმის რუბრიკის ყველაზე ორიგინალური ქორწილის დღის სტუმრები არიან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის მიწვეული პედაგოგები მადი მენთეშაშვილი და დავით კვანტალიანი. 

გაცნობა
ერთმანეთი გავიცანით წლების წინ სტუდენტობის პერიოდში, შემდეგ, როდესაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე ჩემი პედაგოგი გახდა. გარკვეული დროის მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ დათო გამომიტყდა სიყვარულში, რამაც მიმახვედრა რომ მეც ანალოგიური გრძნობა მქონდა მის მიმართ. ჩვენს სასიყვარულო ისტორიას ხელი შეუწყო ჩვენ საქმიანობამ, რადგან მივლინებით ხშირად დავდივართ ქალაქგარეთ, ვაწყობთ პლენერებს, ასევე რამდენჯერმე ვიყავით საზღვარგარეთ (ესპანეთი, პოლონეთი, სომხეთი...) შეიძლება ითქვას რომ გარკვეულ წარმატებებს ვაღწევთ პროფესიულ საქმიანობებში, რაც კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ჩვენს საერთო შეხედულებებს და ერთად ყოფნის სურვილს.

ნიშნობა
გვქონდა ეკლესიური ნიშნობა ანუ დაწინდვა. გადავწყვიტეთ ტრადიციულად და ამავე დროს, ორიგინალურად გაგვეტარებინა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. სამზადისმა საკმაოდ ემოციურად ჩაიარა, ნიშნობის დღეს იყო არაერთი კურიოზი ბეჭდების გაცვლა მოხდა მანქანაში და ხელის თხოვნას ესწრებოდა მხოლოდ გადამღები, იახტაზე გვიმტყუნა ფერად ბოლებმა.  არ გაიხსნა გადაღებისას, კორტეჟის დროს პატრულის თანადგომა სიგნალით და მთავარ კურიოზის ფოტოს შემოგთავაზებთ...

რჩევა მომავალ პატარძლებს
​მომავალ სადედოფლო გოგონებს ვურჩევ, რომ ეს დღე გაატარონ ისე, როგორც თავიანთ ოცნებებში წარმოუდგენიათ, ვინაიდან ეს ოცნებების ახდენის დღეა...

ფოტოგრაფი: ნინი ცანკაშვილი