მელანია ტრამპი ლებრონ ჯეიმსს მხარდაჭერას უცხადებს

10:27 08-05-2018
387

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ლებრონ ჯეიმსს მხარდაჭერა გამოუცხდა. მელანია ტრამპმა ეს მას შემდე გააკეთა, რაც პრეზიდენტმა კალათბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა. 

პირველი ლედი სპიკერის განცხადებით, "ჯეის კარგ საქმეს აკეთებდა სკოლისთვის, როდესაც ის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა".

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალათბურთელ ლებონ ჯეიმს სულელი უწოდა და განაცხადა, რომ მას მაიკლ ჯორდანი ურჩევნია. 

"ლებრონ ჯეიმსს ინტერვიუ ჩამოართვა ტელევიზიაში ყველაზე სულელმა კაცმა დონ ლემონმა. მის ფონზე ლებრონი ჭკვიანი გამოჩნდა, რაც ადვილი საქმე არ არის", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ლოს-ლეიკერსის ვარსკვლავ სატელევიზიო განცხადება, რომ რომ ტრამპის გამო ადამიანებში შუღლი მატულობს და პრეზიდენტი სპორტს საზოგადოების გახლეჩისთვის იყენებს.