"ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“ - ასე ეხმაურება ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართვლოს ომთის 10 წლისთავს. მინისტრი მიმართვას Twitter-ის გვერდზე სპეციალურ ავრცელებს.
„რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებული აგრესიიდან 10 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი. ხვალ პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ჩავდივარ თბილისში, რათა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო“, – ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი.