საბერძნეთში, ხანძრის გამო, სახანძროსა და პოლიციის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებენ

21:57 08-05-2018
113

საბერძნეთის ხელისუფლება ათენთან გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც ერთ დღეში 90 ადამიანი ემსხვერპლა, ჰალენიკის სახანძროსა და პოლიციის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს. ამის შესახებ "იმედი" ბერძნული მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

ეს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სამთავრობო საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

1 აგვისტოს საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ატიკას რეგიონში ცეცხლის  ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ხანძარი ატიკას რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა.

ბოლო მონაცემებით საბერძნეთში ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპალა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის პროცედურა კი ჯერ დასრულებული არ არის. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. 

საბერძნეთში, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებასთან, კინეტასთან ახლოს, გერმანიის მთაზე ცეცხლი ფიჭვნარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ის დასახლებულ ადგილსაც მიუახლოვდა.

27 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ამავე დღეს, საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს ტოსკასმა ხანძრის მიზეზად ცეცხლის განზრახ წაკიდება დაასახელა. 

ავტორი: