საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ მედვედევის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის მითი. პერსპექტივა, რომელიც არსებობს სწრაფად უნდა განხორციელდეს და სწორედ ეს განაპირობებს რეგიონის უსაფრთხოებას:
"ეს განცხადება არც მისი შინაარსით და არც მისი ტონით, ახალს არაფერს გვეუბნება. რუსეთი ცდილობს, განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან.
ეს განცხადება მოწმობს იმას, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. ვიხმართ ყველა ღონეს , რომ ეს პერსპექტივა სწრაფად განხორციელდეს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს არის ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების" - განაცხადა ფხალაძემ.
„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?" - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა.