ზაზა სარალიძე: ხელისუფლებამ ჩემი მოშორება გადაწყვიტა

15:24 08-06-2018
192

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. საელჩოს გადასცეს დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რატომაც გეგმავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად საზღვრის გადაკვეთას. ზაზა სარალიძეს განცხადებით, ხელისუფლებამ გერმანიისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, მისი  მოშორება სცადა

"საქართველოს ხელისუფლებამ გერმანელ ძალოვანებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამკაციან ჯგუფში, ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული. პირდაპირააა საუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე. ჩვენს შუამავალს განუმარტეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო ტერორიზმში ბრალდებული. ჩვენ მისი თანმხლები პირები ვიყავით და ამ წუთში ალბათ, გერმანიის პოლიციაში თუ ციხეში ვიქნებოდით. ფაქტია, რომ ვერავის ვეღარ დავაწრმუნებდით, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ფაქტია, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ჩემი მოშორება გადაწყვიტა, რადგან არ აწყობთ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე  სიმართლის დადგენა" - აცხადებს სარალიძე. 

ზაზა სარალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და ითხოვს, გააკეთონ განმარტებები, რატომ ჩაშალა სტრასბურგში მისი, მაჩალიკაშვილის და კილაძის გამგზავრება.

"დღევანდელი გარემოებიდან, ისევ კბილებით იცავენ მირზა სუბელიანს და მის კლანს, რადგან არ უნდათ, რომ სიმართლე მივიდეს ბოლომდე. დღეიდან, ველოდები ხელისუფლების წარმომდგენლების მხრიდან პასუხს,თუ რატომ მომექცა ხელისუფლება ასე არა მარტო მე, არამედ მალხაზ მაჩალიკაშვილს? რატომ დამადანაშაულეს ტერორისტობაში? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ? ველოდები პასუხს!", - განაცხადა სარალიძემ

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სურს და მისი თავიდან მოშორება აქვს განზრახული.

„სიმართლის დასადგენად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა გვჭირდებოდეს. საქართველოში თავს დაცულად არ ვგრძნობ. ჩვენ ვიყავით მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ის პირები, ვისთანაც შეხვედრა გვინდოდა, თვითონ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რათა დეტალურად მოვახსენოთ, რისი თქმაც გვსურდა “,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.