თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ხაბეიშვილი და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე დაუპირისპირდნენ.
ოპოზიცია გენგეგმას იწუნებს და ცვლილებებს ითხოვს. სოხაძის თქმით კი, ხაბეიშვილი პოპულისტია.
„სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი.
დოკუმენტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და მის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.