კალიფორნიაში ტყის ხანძრებს ისევ ებრძვიან. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ამას იმდენად მასშტაბური ხასიათი აქვს, ლოკალიზება ვერ ხერხდება.
კალიფორნიის შტატის ოფიციალური პირების თქმით კი, ტყის ხანძრების ჩაქრობა, სავარაუდოდ, სექტემბრამდე ვერ მოხერხდება.
წელს, კალიფორნიის ისტორიაში ამ ხანძრებმა ყველაზე მასშტაბური ხასიათი მიიღო, რის გამოც, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
იხ. Daily Mail-ის მიერ პირდაპირი ეთერით გადაღებული ვიდეო.