აშშ რუსეთს სკრიპალების საქმის გამო სანქციებს დაუწესებს

00:52 08-09-2018
85

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სკრიპალების საქმის გამო სანქციებს დაუწესებს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტლება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

დასაწესებელი სანქციები ძალაში სავარაუდოდ 22 აგვისტოდან შევა.

უწყებაში განმარტავენ, რომ "ნოვიჩოკის" გამოყენებით რუსეთმა დიდ ბრიტანეთში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ შეთანხმება დაარღვია. 

შეგახსენებთ, რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში, 4 მარტს, მოწამლეს.

დიდმა ბრიტანეთმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთი საქმესთან კავშირს უარყოფს.

ბრიტანეთმა მალევე, რუსი დიპლომატები გააძევა. სოლიდარობის ნიშნად, ასევე მოიქცნენ ამერიკასა და ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოც.

ავტორი: