საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან.
ჩემი პირადი აზრი ასეთია: რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.
სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და დაეწყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია" - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.