ჩვენ ჩვენს თავს ვერ დავუწყებდით ომს...ზურაბიშვილის მხარდაჭერას განვსაზღვრავთ, როცა მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას - დავით სერგეენკო

14:45 08-09-2018
244

"ჩვენ ჩვენს თავს ვერ დავუწყებდით ომს" - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კითხვას სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

"ჩემთვის პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არანაირი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო აგრესია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ჩვენს თავს ვერ დავუწყებდით ომს. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, როცა მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას" - განაცხადა სერგეენკომ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 წელს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

ავტორი: