ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, შეზღუდვებს დაექვემდებარა.
ლიეტუვის შესაბამის სამსახურს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.