რუსეთი აშშ-სთვის საპასუხო სანქციებს შეიმუშავებს

17:44 08-09-2018
99

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აშშ-სთვის საპასუხო სანქციების შემუშავებას აპირებს.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთთან დიალოგი ძალის და ულტიმატუმების პოზიციიდან უსარგებლო და უპერსპექტივოა. შევუდგებით სანქციების შემუშავებას, რომელსაც აშშ-ის მხრიდან მორიგ მტრულ ნაბიჯზე საპასუხოდ განვახორციელებთ. ამ ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციის დაპირება უცნაურია, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი გააგრძელონ" - განაცხადა ზახაროვამ.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, აშშ-მ გადაწყვიტა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ჰიზერ ნაუერტის განმარტებით, აშშ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი საერთაშორისო სამართლის დარღვევით გამოიყენა. ამიტომ, აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს.

სანქციების ამოქმედება 22 აგვისტოდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.

ავტორი: