დიდგორობა - საქართველოში სახალხო დღესასწაული აღინიშნება

09:50 08-12-2018
286
თეგები: დიდგორობა

დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი და ა.შ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია.

ავტორი: