რუმინეთში, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. ბუქარესტში, სამთავრობო რეზიდენციასთან შეკრებილები პარლამენტის დაშლას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები სოციალ-დემოკრატიულ მთავრობის მუშაობას უარყოფითად ახასიათებენ. მიიჩნევენ, რომ საპენსიო, საგადასახადო და სოციალური დახმარების სისტემა გაუმართავი და მოსაწესრიგებელია.
მიტინგში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
რუმინეთის პრეზიდენტი პოლიციის მხრიდან ასეთ საქციელს არ იწონებს. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ პროვოკატორები, რომლებიც როგორც პოლიციის თანამშრომლებს შორის, ასევე, აქციის მონაწილეებს შორის არიან, სიტუაციას შეგნებულად ამწვავებენ.
დემონსტრანტებს შორის, არიან დაშავებულები.