ინდოეთში მუსონურ წვიმას სულ 774 ადამიანი ემსხვერპლა

10:40 08-13-2018
130
თეგები: ინდოეთი

ინდოეთის სხვადასხვა შტატში მუსონური წვიმის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 774 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი შტატები დაზარალდნენ. 

გარდაცვლილების გარდა არიან დაკარგულებიც. სამაშველო ოპერაციებში ეროვნული არმია და საპოლიციო დანაყოფები მონაწილეობენ.

2013 წელს მუსონური წვიმის შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.