გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
როგორც ჭანტურიას ადვოკატმა პრაიმტაიმს განუცხადა, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება არასამართლიანად მოხდა:
საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა. რაც ბრალდების მხარის მიერ იყო წამოჭრილი სასამართლოზე, ფაქტობრივად, დაცვის მხარემ გავაბათილეთ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
10 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.