როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ - ირაკლი კობახიძე "ციანიდის საქმეზე"

13:15 08-13-2018
104

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ სტრასბურგის მოსამართლეები ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პირადად აქვს ნანახი ეს კადრები.

არ მინდა სიღრმეში შევიდე. მე პირადად ნაქვს ნანახი ის ვიდეოკადრები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელდა. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი, ალბათ, თავის ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ,- განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული დეკანოზის შესაძლო შეწყალებას, ირაკლი კობახიძეს საუბარი არ სურს. 

ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს. არის კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად. შეწყალებას რაც შეეხება, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა კობახიძემ. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, გასულ კვირას, პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.