პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანი, ერთი მხრივ, არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ კი, საქართველოში ნარკოტოკების მოხმარების შემცირება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი მუშაობს როგორ მარიხუანას, ასევე სხვა ნარკოტიკების საკითხზეც.
"ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენი პოლიტიკით. უმთავრესია, რა თქმა უნდა, მომხმარებლის შემცირება, ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. მუშაობა გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება არის მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისთვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე გრძელდება მუშაობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. მიზანი არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ, შემცირდეს საქართველოში ნარკოტოკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ", - განაცხა კობახიძემ.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული.