"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მიიღო და ციხიდან გაათავისუფლა ილგარ მამადოვი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მსგავსად, სტრასბურგში გასაჩივრებული ჰქონდა პატიმრობა და მოიგო ევროკონვენციის 18 - მუხლი. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიიღოს მხედველობაში ეს პრეცენდენტი და დაუყონებლივ დაიწყოს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა", - განაცხადა ბრიფინგზე ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა.