ჩვენ შევძელით და 8 000-ზე მეტი ადამიანი სახელმწიფო მონობისაგან დავიხსენით - „ბიბლიური თავისუფლება"

16:33 08-13-2018
73

რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება", რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან უკვე 1,5 წელია ათავისუფლებს, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, უამრავი კითხვა და მცდარი მოსაზრება გაჩნდა იმის შესახებ, შეეხებოდა თუ არა აღნიშნული ცვლილება „ბიბლიური თავისუფლების” მოწმობებსაც. დღიდან დაარსებისა, ჩვენ წინააღდეგ უამრავი ჭორი აგორდა, მაგრამ ჩვენ შევძელით და 8 000-ზე მეტი ადამიანი სახელმწიფო მონობისაგან დავიხსენით. არც ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და „ბიბლიური თავისუფლება” კვლავაც გააგრძელებს სახელმწიფო მონობასთან ეფექტურ ბრძოლას", - ნათქვამია რელიგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.