იტალიაში, ესტაკადის ნგრევის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა (ვიდეო)

16:07 08-14-2018
382

იტალიის ქალაქ გენუაში, ესტაკადის ნგრევის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ხიდის ჩამოშლა სახლებსა და ცენტრალურ ქუჩებსაც შეეხო. სავარაუდოდ, როგორც პირველადი ინფორმაცია გავრცელდა, კონსტრუქცია არამდგრადი იყო.

ნანგრევებს შორის მოყოლილი ადამიანების ამოყვანა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

იხ. ვიდეო



ავტორი: