"ჩემი პირველი როლი ჰოლივუდში" - გიორგი დარჩიაშვილი ფილმში ტაისონთან ერთად მონაწილეობს

17:38 08-14-2018
898

ქართველი მსახიობი, გიორგი დარჩიაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჰოლივუდში, პირველად შესთავაზეს ფილში გადაღება. ამის შესახებ მსახიობი, სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

ჩემი პირველი როლი ჰოლივუდში NIGHT WALK . რეჟისორი - AZIZ TAZI - წერს გიორგი დარჩიაშვილი. 

ფილმში, მთავარ როლებს, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მიკი რურკი, ერიკ რობერტსი და რიჩარდ ტაისონი ასრულებენ. ფილმში, გიორგი დარჩიაშვილი, ციხის ზედამხედველის როლს ასრულებს.  

მიკი რურკი, ერიკ რობერტსი და ტაისონია წამყვან როლებში, მე, ციხის ზედამხედველის როლი მაქვს, პირველი დღე მქონდა გუშინ, გადაღებების...  - წერს კომენტარებში მსახიობი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე