"ეს ცხოვრება კინო არის ცა კი "ეკრანი" - როგორ მოხვდა ჰოლივუდში ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი (ექსკლუზივი)

16:26 08-15-2018
682

ქართველი მასხიობი, გიორგი დარჩიაშვილი, რომელიც უკვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ფილმის მონაწილეა, ოცი წელია აშშ-ში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდში,  შესთავაზეს ფილმში NIGHT WALK მონაწილეობა, რომლის რეჟისორი აზიზ ტაზია, ხოლო მთავარ როლებს, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მიკი რურკი, ერიკ რობერტსი და რიჩარდ ტაისონი ასრულებენ. ფილმში, გიორგი დარჩიაშვილი, ციხის ზედამხედველის როლს ასრულებს.  

გიორგი დარჩიაშვილი, დაიბადა ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მისი პედაგოგი, ცნობილი მსახიობი, ლეო ანთაძე გახლდათ. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მოღვაწეობდა სამეფო უბნის თეატრში. შესრულებული აქვს მთავარი როლი სპექტაკლიდან ოიდიპოს მეფე(ოიდიპოსი),  მერაბ კოსტავას სახელობის თეტრში, სპექტაკლიდან არგონავტები - იაზონი. გარდა ამისა, მოღვაწეობდა სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. 

1999 წელს, ვაშინგტონში გაიმართა ვლადიმერ მოტილის ფილმის დავრჩეთ სანამ კარგები ვართ პრემიერა, რომლის მთავარი გმირს(ბაგრატ ტაიბში), გიორგი დარჩიაშვილი ასრულებდა. ჩვენებაზე, მსახიობი პერსონალურად იყო მიწვეული. სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა მსახიობმა, აშშ-ში ბედის ძიება. 

ორი წლის წინ, ბატონი გიორგი, კალიფორნიის შტატში გადავიდა სახოვრებლად. აშშ-ის FBI-ის დაცვის საოფიცრო კურსები დაამთავრა, რის შემდეგაც FBI-მ უფლება მისცა დაცვის სამსახურში განეგრძო მუშაობა. მისი ინფორმაციით ბროდვეის, ბევერლის და პილ სტრიტის ბლოკების,  საიუველირო მაღაზიების დაცვის უსაფრთხოება აქვს ჩაბარებული. ორი წლის წინ, მსახიობს კაპიტნის წოდებაც კი მიანიჭეს. პარალელურად ბატონი გიორგი, მსახიობობას ითავსებს - პროფესიას არ ღალატობს. როცა ფილმში გადაღებას სთავაზობენ, არასოდეს უარს არ ამბობს. 

ქართველი მსახიობი, 15 ფილმშია გადაღებული. ინდოეთში, რაჯ კაპურის და ფილმ ვალასის სტუდიებში მონაწილეობდა. შვიდ მხატვრულ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებელია. 

რამდენიმე თვის წინ, გიორგი დარჩიაშვილმა, აშშ-ში ბედის ლატარიაში სცადა ბედი და კიდეც გაუმართლა. მან ვარსკვლავი მოიგო, რომელიც ჰოლივუდის ხეივანში გაუხსნეს. მაგრამ, ქართველმა მსახიობმა, ვარსკვლავზე უარი განახადა:

რა მნიშვნელობა აქვს ვარსკვლავს, როცა ჩემთვის საქართველო ყველაფერია- ამბობს გიორგი.   

 მსახიობის პროფესიის და FBI-ს თანამშრომლობის გარდა, ბატონი გიორგი უამრავი ლექსის ავტორია. ასევე, შექმნილი აქვს საინტერესო სცენარები, რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში გეგმავს. 

მე მომავალ წელს ჩემი სცენარით ფილმის გადაღებას ვგეგმავ. აშშ-ში შემომთავაზეს სცენარი მიმეყიდა, რაზეც არ დავთანხმდი - ამბობს ბატონი გიორგი. 

ერთ წელიწადში, 300-ზე მეტი ლექსი დავწერე - ოთხი სცენარი და ერთი რომანი მაქვს დაწყებული. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ლექსების წერას ვიწყებ. დღეში, ათიდან თხუთმეტ საათს ვმუშაობ - ამბობს მსახიობი. 

მისი პოეზია, სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელია - არასოდეს ღალატობს მის სამშობლოს და საქრთველოს სიყვარული ასაზრდოებს.

გთვაზობთ, გიორგი დარჩიაშვილის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსს: 

ვერ ვაჩიჩქნინებ მე გულსა
ყორნებსა სხვა ქვეყნისა,
ვერც ვათოხნინებ მე მიწას
გმირების სისხლით მორწყულსა,

ყოველი დღისა ღამება
,,იმედით,, არა თენდება,
როცა იცი,რომ მიწაზედ
მტრის ძუკნა ძაღლი მრევლდება,

ბრაზიც მერევა ვაჟაო
სისხლიც მემღვრევა ძარღვსაო,
ეგეთსა დედმამისშვილსა
არ ვაცოცხლებდი ფშავსაო,
დავკლავდი, გამოვფატრავდი,
ხმას მიუწვდენდი ბარსაო,
დავაშინებდი დარჩენილთ
არ ვაჭაჭანებ კარსაო,
მერე,თუ გინდა ციხეში
ამომხდეს სული კაცსაო,
ჩემს სათქმელს ეგრე ვიტყოდი
გადავარჩენდი ერსაო.....

,,კარგი ყმა,, გამოგველია?!
ნუთუ არ დარჩა მოყვასი!
,,ვაი შვილების,, ცქერამან
ქარიშხალმა და გრიგალმა,

სული დაფერფლა გაფანტა
და მოაფინა ველადა,

იქნება ფერფლმა გვიშველის
გადაარჩინოს ქვეყანა,
თუ არა ესეთ სიცოცხლეს!
სიკვდილ სჯობია ველადა....

 

ძირძველი
ტიფლისელი ვარ
და მოჭრილი
მაქვს ფესვები,
სხვა მიწა წყალზე
გადარგულს
ბედმა მარგუნა
ეს დღენი...

ძლიერად ვდგევარ
არ ვიტეხ,
არა ვნებდები 
მე ბედსა,
ვიცი,რომ დაუბრუნდები
ჩემ ფესვსა
ბედით მოჭრილსა,

ბედის ბორბალის ტრიალი
აშინებს მხოლოდ იმ კაცსა
ვისი ჯილაგი და მოდგმა
არ უბრუნდება ფესვებსა...

ემიგრანტს! 
უცხო მიწა წყლის
ყველას შესტკივა გულია
რაც უნდა ბედკრული იყოს
სამშობლო მაინც მცველია...

 

მნიშვნელობა არა აქვს
რამდენ წლისა ხარ,
თუ კაცი თვალს გაგაყოლებს!
განვლილ წლებში,
,,სიბერეს,,! რომ ეძახით
შენ მაშინაც მიმზიდველი,
ღვთაებრივი აფროდიტე ხარ....

იცოდე არ დაივიწყო,
რომ ქალი! ხარ
თვისი შეცდომა
რომელიც გამოასწორა
,,შემქმნელმა,,ამა ქვეყნისამ
მეორე შეგქმნა
და პირველი ხარ,

არ დაგავიწყდეს!
და გაახსენე ხშირად
იმ,,მუტრუკს,,!
ახალგაზრდა,რომ უყვარდი
და ღამეებს ათენებდა!

ის ,,გოგო,, ხარ ისევ,
ქალურობით,
სინაზით,
სინატიფით

და სიყვარული!
ახალგაზრდაა ისევ შენში,

გაახსენე!
გოგონი!
რომ დაგიძახა პირველად
სანამ სახელს გაიგებდა შენსას,
გული როგორ უძგერდა!

(ეხლაც მაგ სისწრაფით უძგერს,
ოღონდ სიყვარულს დავიწყებული
წნევას ეძახის ,,მუტრუკი)

ის გოგო ხარ ისევ
ოღონდ წლებით განვლილი,
უფრო დამშვენებული,
ყველა დროზე ლამაზი,
და გაცისკროვნებული...

ყოველთვის შეგახსენებ,
მოირგე ის რაც შენია,
ყოველი დროის სულამაზე
შენი განვლილი წლებია,
,,ჭაღარასაც,, მორგება უნდა
,,ნაოჭსაც,,
სათვალესაც ლამაზად
და გახედავ წარსულს!
რამაც ასე გაგალამაზა......

და თუ თავს არ უვლი ეხლა
ეს ჩემი ბრალია...

არ დაგავიწყდეს!
ჩემ გვერდში,რომ იყო
ყოველთვის დაგიძახებდი ,,გოგო,,ს

ნუ გეცინება
გოგოს, რომ დაგიძახებ!
მეც ამ დროს
თავი ბიჭი მგონია,

დიახ ის ახალგაზრდა
პირველად შენს თვალწინ
ყვავილი, რომ მოწყვიტა
სკოლის ბაღში
და კულულებში დაგიბნია...

შენ დაიბენი და მითხარი!
ჩემმა ძმამ არ დაგინახოს
მშობლებს ეტყვის....

ჩემი როცა გახდი
მაშინ გავიგე,
რომ დედის ერთა ყოფილხარ
ჩემსავით და ძმით მაშინებდი
,,მუტრუკს,,.....

ეს ცხოვრება კინო არის
ცა კი,, ეკრანი,, ქათქათა
მაყურებელი ერთი ჰყავს მუდამ
არ იცვლება
განვლილ დროსავით....

მართალი ვარ ღმერთო!!!

                                             გიორგი დარჩიაშვილი

 იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე