"უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომ მალხაზ კობაური ვაჟიშვილია" - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

18:29 08-15-2018
2459

"მას შემდეგ, რაც დაგვარწმუნა, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, გადავწყვიტეთ, ექსპერტიზაზე წავიყვანოთ" - მწყემსი მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი. უახლოეს პერიოდში კობაურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეამოწმებენ და დადასტურდება, რომ გარდაცვლილ ლორა სმიტზე არ უძალადია.

"უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომ ეს ადამიანი ვაჟიშვილია და ქალთან არასდროს ყოფილა. სანამ არ დაგვარწმუნა, რომ ნამდვილად არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი, მანამდე არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ალექსანდრე კობაიძემ.

წინა ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურდა, რომ მალხაზ კობაურს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და ჯანმრთელია.

ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია, რომ ლორა სმიტი სიკვდილამდე ძალადობის მსხვერპლი იყო.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას ედება ბრალად, 1998 წელს დაბადებული, 19 წლის მალხაზ კობაურია.

ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: