"გრემის" მფლობელი, ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი, საქართველოში ჩამოვიდა. იგი ნანი ბრეგვაძის საღამოზე, 16 აგვისტოს, შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" გასამართ კონცერტში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ღონისძიებას მუსიკალურად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გააფორმებს.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე მღებრიშვილი და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.