ქართველი ემიგრანტის მიმართვა საქართველოს მთავრობას - "დაიმახსოვრეთ! სიტყვასაც კი ემიგრანტი დიდი პატივისცემით მოეკიდეთ"

13:46 08-16-2018
2495

იტალიაში მცხოვრები, ქართველი ემიგრანტი, ირა სოფრომაძე, სოციალურ ქსელში, საქრთველოს მთავრობას მიმართავს და ამაღელველვებელ პოსტს აქვეყნებს:

დავბრუნდე????

ახლა კარგად მომისმინეთ, თქვენ, ჩემო მოწონებულო და ჩემო არჩეულო მთავრობავ, შენ მხარდასაჭერად, კინწისკვრით რომ გამოვრბივარ ყოველ არჩევნებზე იტალიიდან, არა მარტო ჩემი ხმის მისაცემად. არამედ ხმების შესაგროვებლად და თქვენც მომისმინეთ, ახლობლებო, მეგობრებო.
და მერე, თქვენ უნდა გამცეთ პასუხი.
მე მართლა მინდა დაბრუნება და ამიტომ გუშინ ერთ ჩემ მეგობარს მ.ა.-ს დავეკითხე, იმ წამლების ფასი საქართველოში, რომლებიც ჩემთვის ყოველდღიურად აუცილებელია... წამალი xarelto(rivaroxaban), თურმე ფასდაკლებით რომ ვიყიდო, აფთიაქში, ერთი ტაბლეტი ღირს - 7 ლარი, ესე იგი ერთი თვის წამალში, ფასდაკლებით, უნდა გადავიხადო - 210(ერთი ტაბლეტი - 8 ლარი) ლარი, ფასდაკლების გარეშე - 300 ლარი.
შემდეგ, ამას დაემატება წნევის, ქოლესტერონის, atrovastatini ოსტეოპოროზის, რომელიც 50 ლარი ღირს - risebon და კიდევ - dilzene. ცოტ,-ცოტა ... სხვა. საერთო ჯამში, სულ მცირე - 500 ლარი.
ახლა გეკითხებით! რამდენ ლარს დაუნიშნავთ, ჩემ ვაჟს ხელფასს თვეში, ოჯახიც რომ არჩინოს და მე ჩემი წამლებიანად??
ააააა??? არ გაქვთ პასუხი?
უწამლოდ ვიყო??? მოვკვდე?? რატომ??? იმიტომ რომ, შენ ფუფუნებაში იცხოვრო და შენს დედას და ცოლ-შვილს არ მოაკლდეს რამე? 
თუკი ამ ქვეყანამ იცის, ავადმყოფობა რა არის და მე, წამალს უფასოდ მაძლევს, იცის, რომ ამ წამლის გარეშე, გული გამიჩერდება, შენ ჩემო,  ჩემიანო, რა ღმერთი გაგიწყრა??
ვინ იყო შენი გამზრდელი. ასე რომ გადაგვარებულხარ და მე ასე რომ მიმეტებ, უფასოდ თუ არა, ფასი მაინც დაუკელი ამ წამლებს. პენსიაააა??....ოოოო..
მართლა, პენსიით შევიძინო არა??? ნახევარი თვის... მერე მოვკვდე????
არ გრცხვენიათ საერთოდ??

მე, თქვენს ადგილზე, დიდი ხნის დატოვებული მექნებოდა თანამდებობა. თავს, თუ ვერ ართმევთ, ადექით, წადით. სირცხვილი,  წასვლა კი არა, დარჩენაა და უმოქმედობა, ახლა მიპასუხეთ,
ჩამოვიდე?? 
საარჩევნოდ???
ილოცე, რომ საარჩევნოდ არ ჩამოვიდე.
დაიმახსოვრეთ! სიტყვასაც კი -  ემიგრანტი,  დიდი პატივისცემით მოეკიდეთ,
თორეეეეემ...  ჩვენ, დიდი არმია ვართ. ჩვენ დავბრუნდებით, დავბრუნდებით ერთ დღეს ყველა და პასუხს აგებთ. იმისთვის რომ, არ გვიქმნით  დაბრუნების პირობებს. ასე იქნება ეს....
თუ მხარს მიჭერთ, გამომეხმაურეთ... ჩვენ, მრავალი სამშობლოზე მონატრებული, 
ემიგრანტის ცხედარი გამოვაცილეთ აქედან და აღარ გვინდა, ვითვალოთ ისინი.
იფიქრეთ ამაზე. ჩვენ იმდენი ვართ და ისე გამწარებული, შევძრავთ სამყაროს.
p.s.

ერთმა მეგობარმა შემახსენა, რომელიც ავად არის და ამერიკაშია, გ.ხ. წავიდა საქართველოში, დარჩენას აპირებდა. გულის ოპერაცია გაიკეთა ამერიკაში და დიდი პრობლემები ჰქონდა... ჰოდა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ჩავიდა, რამდენიმე დღე დარჩა, ნახა, რომ მისი მკურნალობა, თვეში, წამლებით კონტროლის ჩათვლით  600-  700 ლარამდე დაჯდებოდა...
საიდან მოვიტან ამდენ ფულსო, იფიქრა და გულდამძიმებული, ისევ ამერიკაში დაბრუნდა...
ჰოდა... იმის თქმა მინდოდა, იმ ჩემს, თვეში წამლებისთვის დასახარჯ 500 ლარს, ექიმს და კონტროლს დავამატებ და 700 ლარამდე მეც ავალ.
საიდან მოვა ეს ფული.......
ორივე სიკვდილის ტოლფასია .უწამლობა უცებ გკლავს, ნოსტალგია ნელ- ნელა.
ესაა ცხოვრება..????
და ვინმე გვეტყვის ამის შემდეგ, რომ ჩვენ, ემიგრანტობა გვინდა??? 
რატომ გაიქეცითო, ჩვენთან ერთად იყავით და რაღაც გვეშველებაო.... რა, რა მეშველება. რა გვეშველება...????
p.s.  არ მინდოდა დამეწერა... მაგრამ მეგობრებმა მისაყვედურეს. რატომ არ დაწერე... როცა ....აღარ ....გადახედეთ თანამდებობებს...
მე, სამი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. 2 წითელ დიპლომზე.11 წელი, სკოლის წარმატებული დირექტორი ვიყავი. ვარ, სისხლის სამართლის ადვოკატი. ფსიქოლოგი... ქალიშვილი ექიმია და აქ არის. ყველას სჭირდება დასაქმება, არა აქვს მნიშვნელობა, დაამთავრა რამე, თუ არა, ვინც უმაღლესი ვერ დაამთავრა, ცხოვრების აკადემია გაიარა. აქვს ბრწყინვალე ოჯახი. ამაზე დიდი ბედნიერება და უმაღლესი არ არსებობს და ახლა
რას უპირებ, ამ ულამაზეს ოჯახებს???
ინტელიგენცია შენც,,.  ჩარეცხე.
ყველას უნდა თავის სამუშაო ადგილი. რა დაგიშავა ამ ხალხმა????
მოგზავნილი ხარ?? მოგზავნილი ხარ ქართველების გადასაშენებლად???
გეუბნები, შენ გაგვასწრებ!-  წერს ირა სოფრომაძე. 

                                                             ირა სოფრომაძე

                                                                                 იტალია. 13-08 2018.  ემიგრანტი ვარ  

ავტორი: რუსა ღვანიძე