მადონა 60 წლის გახდა - როგორი იყო პოპვარსკვლავის ცხოვრება და რა მიღწევები აქვს (ფოტოები)

14:11 08-16-2018
311
თეგები: მადონა


პოპვარსკვლავი, მსახიობი და მწერალი მადონა დღეს იუბილარია. BBC-მ მისი მიღწევების შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა.

მომღერალი 60 წლის გახდა. მას ჯამში 10 საკონცერტო მსოფლიო ტურნე აქვს ჩატარებული და 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

ყველა დროის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომების გამო, მადონა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 

1977 წელს მადონამ ნიუ-იორკი დატოვა, სადაც ის ცეკვას სწავლობდა და მოდელად მუშაობდა.

მადონას პირველი ჰიტი Holiday იყო, რომელიც მომღერალმა 1983 წელს იმღერა.

1985 წელს პოპვარსკვლავმა პირველ ლაივ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და ასევე, კომედიურ დრამაშიც გადაიღეს.

ამავე წელს, მადონა მსახიობ შონ პენზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ კი, წყვილმა ფილმშიც ერთად ითამაშა.

1986 წელს მომღერალმა და მსახიობმა, მესამე, სტუდიური ალბომი გამოუშვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა მადონა ნომერ პირველი პოპვარსკვლავი 12 ქვეყნის მასშტაბით და ხუთი ჰიტიც ჩაწერა.

1989 წელს შონ პენი და მადონა დაშორდნენ.

1992 წელს მადონა წიგნს უშვებს.

1996 წლიდან მომღერლისა და მწერლის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. მას პირველი ქალიშვილი, ფიტნეს ტრენერისგან შეეძინა. ორ წელში კი, 1998 წელს, ახალ ალბომს უშვებს. სწორედ ამ პერიოდში, მის ცხოვრებაში გაი რიჩი ჩნდება. წყვილს ვაჟიშვილი როკო შეეძინათ და იქორწინეს. 

ერთი წლის შემდეგ მადონა სკანდალში ეხვევა. მომღერალმა ახალგაზრდა ვარსკვლავებს, ბრიტნი სპირსსა და კრისტინა აგილერას სახალხოდ ტუჩებში აკოცა. ამავე წელს მომღერალმა საბავშვო წიგნიც გამოუშვა.

2004 წლიდან მადონა მსოფლიო ტურს იწყებს. 

2008 წელს მადონა გაი რიჩს 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება. ამავე წელს იგი ახალ ალბომს უშვებს. იღებს საკუთარ ფილმს, იხდის 50 წლის იუბილეს. მას შემდეგ მადონა განაგრძობდა მსოფლიო ტურნეებს სხვადასხვა ქვეყნებში.

იხ. ფოტოები

ავტორი: