"ბრუკლინს დაშორდა?.." - რა აკავშირებს თიკა ფაცაციას ვაჟს ბექჰემის ვაჟის შეყვარებულთან? (ფოტოები)

14:15 08-16-2018
2419

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის და მოდელის თიკა ფაცაციას ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გასულ თვეში, მსახიობ ქლოე მორეცთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის შეყვარებულია.

ბრუკლინს დაშორდა? - კითხულობენ კომენტარებში, რომელსაც თიკა ფაცაციას ვაჟი ასე პასუხობს: ხო, ჩემია.

17 წლის ან­დრო ან­თე­ლი­ძე კა­ლათ­ბურ­თე­ლია, წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობს და სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რია. ბრუკლინ ბექჰემი და მსახიობი ქლოე მორეცი კი რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, კვლავ ერთად არიან. ისინი გასულ წელს, ერთმანეთს დროის უქონლობის გამო დაშჭორდა: ბრუკლინი სწავლობდა ლონდონში, ხლოე კი, ნიუ-იორკში მუშაობდა. ახლა კი, როცა უმცროსმა ბექჰემმა უნივერსიტეტში ჩააბარა და აშშ-ში გადავიდა, წყვილი მთელ დროს ერთად ატარებს.