თიანეთის მერს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი უჩივის.
ყოფილი კოლეგები, თამაზ მეჭიაურს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, მერმა მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან.
პირველი სასამართლო სხდომა, სადაც გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ, დღეს უნდა გაიმართოს.
თიანეთის მერი, ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას მეტი თანამშრომლის დათხოვნაც შეეძლო, თუმცა, მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვინც მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ და მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ამას დისციპლინური კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციაც მოწმობს.