სკანდალი! მეგან მარკლის მამის შესახებ ახალი გარემოებები გახდა ცნობილი - "ჩემს გარეშე მეგანი არარაობაა პირადად ჩემი შექმნილია"

15:55 08-16-2018
2417

მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლი, მას შემდეგ რაც მისმა ქალიშვილმა იქორწინა, სამეფო ოჯახის შესახებ, თითქმის ყოველ კვირას, სკანდალურ ინტერვიუებს აქვეყნებს. 

რამდენიმე ხნის წინ, მეგანის პირადი დამხმარე პერსონალის ტელეფონის ნომერი მქონდა, საიდანაც შემეძლო მასთან დაკავშირება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე, სამეფო ოჯახის წევრებზე, რამდენიმე კრიტიკული განცხადება გავაკეთე, მეგანმა, ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა. მე უკვე იძულებული ვარ, დუმილი დავარღვიო. მათ სურთ, რომ გამაჩუმონ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. დუმილს, აღარ ვაპირებ - უარს ვაცხადებ! ვერ ვეგუები იმ ფაქტს, როგორც მეგანი მექცევა. ჩემს გარეშე, ის არარაობაა. როგორსაც გაჩვენებთ თავს, პირადად ჩემი შექმნილია - განაცხადა ტომასმა რამდენიმე ხნის წინ.

სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები, აღშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ მეგანი, მამას არ გაუზრდია. ტომასი, დიდი ხნის წინ გაეყარა მეგანის დედას. მან, ისიც კი არ ისურვა, რომ ქორწილის დროს, ქალიშვილი, საკურთხეველთან მიებრძანებინა.

შეგახსენებთ, იმ ფაქტსაც, რომ ტომასი, სამეფო ქორწილს არ ესწრებოდა, მისი სკანდალური ფოტოს გამოქვეყნების გამო, რომელშიც სავარაუდოდ დიდი რაოდენობის თანხა (150 000$) გადაუხადეს. ფოტოზე, რომელიც პაპარაცებმა დააფიქსირეს, ტომასი, გაზეთს კითხულობს, ახალ ამბებს ეცნობა მეგანის შესახებ, ქორწილისთვის ემზადება და თან ჩაის მირთმევს. 

ამ ეტაპზე, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ტომასი, მეგანის პირველ ქორწინებასაც არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლიმ, 2011 წელს. ტრევორ ენგელსონთან იქორწინა. ცერემონია, კუნძულ იამაიკაზე გაიმართა და 100 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, ოჯახის ახლობლები და მეგობრები.

თუ, რატომ არ ესწრებოდა ტომასი, ცერემონიას, აქამდე უცნობია. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე