"თბილისი მოლიც" მოიარა ყუთით ხელში, გამვლელებს ეუბნებოდა, სანამ დრო გვაქვს ერთმანეთი გადავარჩინოთო..."

10:47 08-17-2018
28694

გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე იპოვეს და მას პირველადი ინფორმაციით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ზუზუ ბეჟაშვილის facebook გვერდზე მისი მეგობრები უამრავ გამოხმაურებას ტოვებენ და ვერ იჯერებენ მსგავს ტრაგედიას:

"მასთან ერთად ყოფნა ბევრ სიცილს და სიგიჟეს ნიშნავდა, "არას" თქმა არ იცოდა, ყველაფერზე დაუფიქრებელ "კის" ამბობდა, რადგან იცოდა,რომ ამით სხვის გახარებას შეძლებდა!

ერთ დღეს ტელეფონზე დამირეკა, არ გამითიშო და თან ჩამოდი 2 წუთში ვიქნები დანიშნულების ადგილასო, კიბეებზე ძალიან სწრაფად ჩავირბინე, მაგრამ ზუზუ მაინც ვერ დავინახე, არ ხართქო ვეუბნები და გზა ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე, ტელეფონში ისევ მესმის მისი ხმა:

"-უი, ვერ მხედავ?

- ვერა

-აი, ახლა სიმღერას დავიწყებ და თუ გაიგებ, მაშინ ახლოს ვარ."

მართლა სიმღერით გაიარა დარჩენილი გზა!

სხვის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, "თბილისი მოლიც" მოიარა ყუთით ხელში და ყველა გამვლელს ეუბნებოდა: "ახლა თუ არ დავეხმარეთ ერთმანეთს, ეს ცხოვრება რას მოგვიმზადებს არცერთმა არ ვიცით, ამიტომ სანამ დრო გვაქვს ერთმანეთი გადავარჩინოთო"!!!

მერე გადაღლილი, თავისი მსახიობური ნიჭით სასაცილო ისტორიას მოყვებოდა და ისევ გააგრძელებდა გზას!

ერთხელ ახალი ტელეფონით მოვიდა, მართლა ხელის გულზე ატარებდა "დღეს ვიყიდე და რამე არ დაემართოსო", 

თან ეცინებოდა, ამის არაფერი არ მესმის და გამარკვიეო, სულ სიცილით გაუგო ყველა პროგრამას: "ისე კარგი რამე ყოფილა,მაგრამ ფანრიანმა ნოკიამ მაინც აჯობა სნეიკის თამაშითო".

ზუზუ!!! ოქროს ზუზუ", - წერს თეკლა კურდღელია.