დოლიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, მსახიობი სტუმრად იმყოფებოდა, ლიფტში შესვლისას კი შეუძლოდ გახდა. ზაზა ბეჟაშვილის ცხედარი ლიფტში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.
“პოლიცია როდესაც მოვიდა და მკითხა, მერე გამოვიხედე. თქვეს, რომ გვამი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა იმ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც მსახიობის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.