საქართველო პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა.
"ეს ფასდაკლება ვრცელდება მთელს მოსახლეობაზე. დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებზე მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ. ამით, ქრონიკული დაავადების მქონე მოსახლეობას შეეძლებათ მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეიძინონ საჭირო მედიკამენტები" - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერი განცხადებით, ახალი პროგრამის მთავარი მიზანი, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასის შემცირებაა:
"შემოდგომაზე, ამოქმედდება პროგრამის შემდგომი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ხელმისაწვდომობა შეეხება ყველა ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს: კერძოდ, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას. შემდეგომ, ეს გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს" - დასძინა ბახტაძემ.