როდის ესაუბრა ბოლოს მეუღლეს ზუზუ - „თბილისში მოვდივარ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა“ - exclusive

12:02 08-17-2018
18500

გუშინ, გვიან ღამით მსახიობი, ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში გარდაცლილი ნახეს. თავად ბენდელიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ჯერ-ჯერობით უცნობია, ვისთან მიდიოდა სტუმრად.

პრაიმტაიმი მის მეუღლეს, თამარ ორაგველიძეს დაუკავშირდა. როგორც ცნობილია, თამარი თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს. ზუზუ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და ამის შესახებ „პრაიმტაიმსაც“ უყვებოდა რამდენიმე თვის წინ.

„ბოლოს ორი დღის წინ ვესაუბრე. ახლა თბილისში მოვდივარ. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, მაპატიეთ“, - გვითხრა თამარმა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი