ორბელიანების სასახლე არის აბსოლუტურად შესატყვისი - სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტისთვის ავლაბრის რეზიდენცია შეუფერებელია

12:08 08-17-2018
141

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის აზრით, მომავალი საქართველოს პრეზიდენტისთვის, თავისი ფუნქციების გათვალისწინებით, ორბელიანების სასახლე უფრო შეეფერება, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია:

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი მისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს, თუმცა თითოეულმა ადამიანმა, იმ კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად უნდა იყოს, არანაირი მითითება არ იქნება. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, იმ ფუნქციებით, რაც არის ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისთვის, სასახლე, რომელიც მისთვის არის გაკეთებული, ორბელიანის სასახლეს ვგულისხმობ, არის აბსოლუტურად შესატყვისი“,- განაცხადა სუბარმა მტავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზეც. მისი თქმით, მმართველი გუნდი ჯერ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებენ.

ავტორი: