საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ეს არის: დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი, თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი, მცხეთა 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთი 400 ათასი - განმარტა სუბარმა.
სუბარის განცხადებით, ზარალის ანაზღაურების მიზნით, სხვადასხვა რაგიონებში, ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების ზარალის დათვლა მიმდინარეობს:
„ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ბოლო პერიოდის სტიქიებით მიყენებული ზარალის დათვლაზე. ეს არის სტიქიები: სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და სტიქია ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული, მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიდის დათვლა, თუ რა შეიძლება ბიუჯეტს დაუჯდეს ზარალის ანაზღაურება“,- განაცხადა სუბარმა.