"ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

14:47 08-17-2018
2997

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება. 

ტელეწამყვანი მის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისთვის ბოდიშს იხდის და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თუ ოდესმე ზუზუს მსგავსად, დახმარებას ითხოვს, მისი წერილები უყურადღებოდ არ დატოვონ:

"ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, მაგრამ მირჩევნია იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა" - წერს ჟორჟოლიანი.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი გუშინ, გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ავტორი: