ტელეწამყვანი, ვახო სანაია, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილის, გარდაცვალების ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მე ხომ მესინჯერში, თითქმის არასდროს შევდივარ. ამიტომ ფრენდებს ვასწავლე - თუ რამე, კომენტარებში დამიწერეთ, შევალ და ვნახავ-მეთქი მესიჯს. ზუზუსაც, ასე ვეკონტაქტებოდი. ბოლოს, ეს მოუწერია. დღეს ვნახე.
- ვახო, რა ხდება, რეებს წერენ. გული გამისკდა. მომწერე, ხო კარგად ხარ? ჩემზეც წერდნენ და 5-ჯერ ტყუილი აღმოჩნდა. რა ხდება, მომწერე ორი სიტყვით, რომ კარგად ხარ - წერს ზუზუ ბეჟაშვილი.
ჩემი ძმის საქმის გამოძიების ამბები იყო და ეტყობა, ფეისბუქზე, თვალი მოკრა და უცებ მომწერა. ეგონა, მე შემემთხვა რამე. კომენტარებში აღარ დამიწერა მერე. ბუნებრივია, შემდეგ გაერკვა ვითარებაში. ძალიან დამწყდა გული, ამ ადამიანზე. კარგი ბიჭი იყო - ნიჭიერი, გულიანი და კეთილი. ნეტა მეექვსეჯერაც ტყუილი ყოფილიყო“- წერს ვახო სანაია.
იხ. ფოტო: