ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ხელმძღვანელს შალვა რამიშვილს მისი სახელის "მედია რენტგენში" ხსენებისთვის, სოციალურ ქსელში პასუხობს:
"Shalva Ramishvili-ჩემი სახელი და გვარი გიხსენებია, მამცნეს და მერე ვნახე შენი განძრეული ტვინის ნაჟური. სხვა დროს მაგრად მკიდია ხოლმე, რას ფიქრობ შენ. აქვე დაგიწერდი პასუხს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ვისვენებ და შენთვის თუნდაც ათი წუთის გამოყოფა მეზარება. ჩემზე ახია და შენთვის დიდი პატივი იქნება საკადრისი პასუხის გაცემა))))) აპრავე და იყავი. მე რა მენაღვლება, შემდეგ ჯერზეც რომ შეგიშვებენ ბუტკაში, მერე აღარ მთხოვო ხოლმე პირდაპირი ეთერი. წერტილი .p.s-ხშირად იკითხე (თ) და აანალიზეთ ჩემი სტატუსები, კარგია!", - წერს ინგა გრიგოლია.