ზუზუ ბეჟაშვილი "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" მთავარი პრიზის "ოქროს აფროდიტე" მფლობელი გახლდათ

16:54 08-17-2018
4018

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, წუხელ,  გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 ზაზა ბეჟაშვილი(ზუზუ), რამდენიმე მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მსახიობმა, 2012 წლის, კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

ფესტივალზე, სულ წარმოდგენილი იყო 160 ფილმი - ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს აფროდიტე ქართველ მსახიობს, ზაზა ბეჟაშვილს გადეცა, აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის მისტიკური დრამიდან -  განყოფილება, სადაც ზუზუ, მთავარი როლის შემსრულებელია. პრიზი მსახიობისთვის, ბრწყინვალე წარმატება იყო.  

საამაყოა, როდესაც ხსნი, ევროპის საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალის საიტს და იქ, შენს სახელსა და გვარს კითხულობ - ზუზუ ბეჟაშვილი. 

მსახიობი, ზაზა ბეჟაშვილი, მთავარი როლის შემსრულებელია ასევე, მხატვრულ ფილმში - ფარაჯანოვი, რომელიც 2013 წელს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი  ნამუშევარია - მხატვრული ფილმი - ფარაჯანოვი(2013 წ.) - მთავარ როლში, ზაზა ბეჟაშვილი.

რეჟისორ გიორგი აგლაძის ფილმი - გოგონა სლაიდიდან(2009 წ.) - მთავარ როლში, ზაზა ბეჟაშვილი(ზუზუ). 

გთავაზობთ, ზუზუ ბეჟაშვილის მიერ შესრულებულ სიმღერას, “რა კარგი ხარ სიყვარულო“.

ზუზუ ბეჟაშვილი - “რა კარგი ხარ სიყვარულო“.

იხ. ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე