დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცეს

17:12 08-17-2018
155

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცეს.

მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, მერიაში განაცხადა. 

ტოგონიძე რუსუდან მირზაშვილს შეცვლის. მანამდე იგი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ავტორი: