მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს სამშაბათს, 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
ახალგაზრდა მსახიობი გუშინ, გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლილი იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მსახიობი ექსპერტიზის ბიუროდან დღეს, ნაშუადღევს სახლში გადაასვენეს.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.