პოპვარსკვლავის, მადონას ფანმა მამაკაცმა, იმისთვის, რომ მას დამსგავსებოდა, 18 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
33 წლის ადამ გუარა კალიფორნიაში ცხოვრობს. ბოლო 14 წლის განმავლობაში, მან 150,000 ფუნტი გადაიხადა, რათა სასურველი სახე და სხეულის ფორმები მიეღო.
გუარა ამ დროისთვის ერთ-ერთი ორეულია, ვინც მადონას ყველაზე მეტად ჰგავს.
მამაკაცი სცენაზე ვენუს დე ლაიტის სახელით გამოდის და მადონას რეპერტუარს ასრულებს. სწორედ ამგვარი იმიჯისთვის, მას საკმაოდ დიდი მოგება და შემოსავალი აქვს საქმიანობაში.
16 აგვისტოს ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მწერალი მადონა 60 წლის გახდა.