როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

11:36 08-19-2018
1369

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ასეთი იქნება:

19 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით კი ზოგან - ძლიერია მოსალოდნელი. დღისით მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით+16, +21°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +24, +29°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა შესაძლებელი. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან კი შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დღისით აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ.-ში იქნება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას უნდა ველოდოთ. ასევე - ხანმოკლე წვიმას ელჭექით. დღისით სამხრეთ- აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ.-ში იქნება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20°, დღისით - +28°.

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ზოგან - ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°; ზემო აფხაზეთში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება შეინიშნება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. იქნება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +26°.

21 აგვისტოს, სამშაბათს, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოშიც, ასევე, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას პროგნოზირებენ. ზოგან ხანმოკლე წვიმას და ელჭექს, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება შეინიშნება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +29°.

ავტორი: