საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ.-ში, სოფელ ფსორში დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით გუშინ ღამე, 01:03 საათზე მოხდა.